|
«აი
ია.»-ს შესახებ |
აქტუალური თემების
ანონსი |
|
|
|
«აი
ია.» 15 წლისაა!
2011 წლის 14 მარტს დაარსდა
სამეცნიერო-საგანმანათლებლო გამოცემა «აი ია.» 2011 წლის 31
მარტს, ვებში ატვირთულ იქნა მისი ონლაინ-გამოცემა, ხოლო 2011
წლის 9 აპრილს საქართველოში გამოიცა «აი ია.»-ს პირველი ბეჭდვითი
ნომერი.
| 1991
წლის 9 აპრილი |
 |
სიმბოლურია
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს,
ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის
წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ
ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი
ერისა,.. იხილეთ...
|
| 1989
წლის 9 აპრილი |
 |
1989 წლის
9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის ჯარების სპეციალურმა
შენაერთებმა სსრკ-ს კომპარტიის გენერალური მდივანის -
მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებითა და გენერალ...
იხილეთ...
|
| რეფერენდუმის
35-ე
წლისთავი |
 |
1991 წლის 31 მარტს, საბჭოთა
სივრცეში პირველად და საქართველოს რესპუბლიკის
თითქმის მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმი და ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 1991...
იხილეთ...
|
| |
 |
1939 წლის
31 მარტს დაიბადა ზვიად გამსახურდია - მეცნიერ-ფილოლოგი,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსთველოლოგი, მწერალი,
მთარგმნელი, ჰუმანისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი,
დისიდენტი, მერაბ კოსტავასთან ერთად საქართველოს
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი... იხილეთ...
|
|
| რჩეულთა
შორის გამორჩეული: ხელოვნებათმცოდნე, უდიდესი მწიგნობარი,
მთარგმნელი, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირის ერთ-ერთი
დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი
მოძრაობის საარჩევნო ბლოკის - «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო»-ს
მუდმივი წევრი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ეროვნული
ხელისუფლების კულტურის მინისტრის მოადგილე, 1991-92 წლების სამხედრო
გადატრიალების შემდგომ პოლიტიკური ემიგრანტი იჩქერიასა და საფრანგეთში,
1992 წელს გროზნოში «მრგვალი მაგიდა-კავკასიური სახლი»-ს ერთ-ერთი
დამფუძნებელი, ემიგრაციაში საგანმანათლებლო გამოცემა «აი ია.»-ს
ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიდი კავკასიელი გიორგი მარჯანიშვილი
(04.01.1955-08.10.2023).
სულთა საუფლოში გაემგზავრა
დედამიწაზე მშვენიერების, სიკეთის, სიმართლის, სიქველისა და
ზოგადსაკაცობრიო იდეალების მცველთა მუდმივი მძებნელი, შემკრები
და მათზე მთხრობელი, თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი,
მასზე მზრუნავი და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისი დაუღლელი მცველი,
სამშობლოს ერთგულებისთვის დევნილი და დევნილობაშიც უმოწყალოდ
დევნილი და გარიყული, მაგრამ ვერ გატეხილი, ვერ დადუმებული,
ვერ შეჩერებული, უკიდეგანო თავისუფლებით შემოსილი მამულიშვილი.
ერთადერთი ეროვნული ხელისუფლების წევრთაგან, რომელიც მეუღლესთან
ერთად, 1993 წელს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან
საქართველოში დაბრუნებას არ დაეთანხმა და წინ აღუდგა.
არიან ადამიანები, რომლებიც ბედით და ცხოვრების წესით სამშობლოს
საოცრად ჰგვანან, საკუთარი შინაგანი თავისუფლების ხარისხით მუხთალ
დროსა და სივრცეს სტოიკური სიმშვიდით ხვდებიან და უმკლავდებიან,
და განვლილი ცხოვრებით მომავალ თაობებს პატიოსნებისა და თავდადების
ცოცხალ მაგალითს უტოვებენ.
«შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..»
ვაი ცოცხლად სატირალთ! |
|
|
|
| |
|