მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატების განცხადება
თბილისი, 2026 წლის ივნისი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატების სოლიდური ჯგუფი არ ვიზიარებთ იმ ფსევდოპათოსს, რომელიც შეიქმნა 2025 წლის 5 სექტემბრის უზენაესი საბჭოს სხდომის ჩატარების ირგვლივ. ჩვენთვის წინასწარ არ იყო ცნობილი სხდომის დღის წესრიგი, ასევე საეჭვოა მისი მიმდინარეობის დროს ონლინ-დამსწრეთა მონაწილეობის და მათი რაოდენობის საკითხი, ვინაიდან მათი უმეტესობა ამ ფაქტს უარყოფს.


ჩვენთვის ასევე მიუღებელია 2025 წლის 28 ოქტომბერს იგივე ჯგუფის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული მეორე «უზენაესი საბჭოს სხდომა», რომელმაც 2026 წლის 9 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები «დანიშნა» და «1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საარჩევნო ბლოკ «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს» პროპორციული სიით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილმონავლე» 5 წევრი «დანიშნა».


აღნიშნული სხდომის ვიდეო-ჩანწერებში გარკვევით ჩანს, რომ ამ ე.წ. სხდომას სულ რამდენიმე, თითებზე ჩამოსათვლელი დეპუტატი ესწრებოდა 5 «ახლადგადეპუტატებულის» ჩათვლით. მისი ორგანიზატორები თვლიან, რომ სესიას მავანნი მობილური ტელეფონების მეშვეობით ონლაინ-რეჟიმში «ესწრებოდნენ».


იქმნება გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული სხდომები ემსახეურება არაიმ კეთილშობილურ მიზანს, რაც დაკავშირებულია საქართველოში არსებული კრიზისული მდგომარეობის რეალურ დაძლევასთან, არამედ გარკვეული მცირე ჯგუფის პიროვნული და პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას.

ხსენებულ ორგანიზატორებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ მსგავსი თვითშემოქმედებისა და ინიციატივებისაგან და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჩვენი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატების სახელით თვითნებური მოქმედება და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სახელის ფალსიფიცირება, მისი ავანტიურისტული მიზნებისთვის გამოყენება, რაც დაუშვებელია და რეალურად ვერც მოხერხდება, რადგან ეს ინსტიტუცია მათ პირად საკუთრებას არ წარმოადგენს.


ზემოთ თქმულს ისიც ემატება, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი «არჩევნები» 2026 წლის 9 აპრილს არ ჩატარებულა და უფრო მეტიც, «გადატანილ» იქნა ამა წლის 28 ოქტომბრისათვის. ეს უკვე ავანტიურასაც აღარ ჰგავს და ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ დადგმული უნიჭო ფარსის სახეს იღებს, რასაც ცხადია ცალსახად და კატეგორიულად ვემიჯნებით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები:


ემზარ გოგუაძე
ნუგზარ შავთვალაძე
ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანი
ლევან ახმეტელი
გურამ მაქაცარია
თემურ მჟავია
ალექსანდრე ვარძელაშვილი
ნოდარ ნონიაშვილი
პატა ბარათაშვილი
ნიკოლოზ სანებლიძე
ზურაბ წიქარიძე
გიორგი ჩიქავა
ჯემალ საჯაია
თენგიზ დიხამინჯია
სალომე ზვიადაძე
ავთანდილ იმნაძე
ზურაბ გიგოლაშვილი
ვახტანგ ცაგარეიშვილი
ლია კაცაძე
ალექსადრე ახვლედიანი
ნუგზარ მგალობლიშვილი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრი (1990-1991):
თამაზ გველესიანი

ხელმოწერები გრძელდება
 

1098
 

 

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."