იოანეს
სახარება: მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება |
იყო
ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა,
დისა მისისა. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა
და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი
ლაზარე სნეულ იყო. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო,
აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა:
ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა,
რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან. უყუარდა იესუს მართა და დაჲ
მისი და ლაზარე. ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა
ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე. მერმე ამისა შემდგომად ჰქუა
მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად. ჰრქუეს
მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად,
და კუალად მუნვე მიხუალა? ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი
არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი,
რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს. და უკუეთუ ვინმე ვიდოდის
ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა.
ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან
ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი. ჰრქუეს
მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს. ხოლო იესუ ჰრქუა
სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს
ძილისა თქუა. მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა.
და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ
მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა
ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ,
რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.
|
ფოტოზე: ანჩის მაცხოვრის ხატი -ანჩისხატი
- უფლის მიერ შექმნილი, ხელთუქმნელი ხატი.
კარედი ხატი, 148 x 158; ცენტრალური ხატის შესამოსელი - XII
საუკუნის მიწურული, ოქრო, ანჩელი ეპისკოპოსის იოანე რკინაელის
შენაწირი, თამარ მეფის “ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა“, ოსტატი
- ბექა ოპიზარი; კარების შიდამოჭედილობა და ზედა ნახევარწრიული
მონაკვეთი “ამაღლების“ კომპოზიციით – XIV ს. მოოქრული ვერცხლი,
წარწერაში მოხსენებული არიან სამცხის ათაბაგთა სახლის წევრები.
კარების გარემოჭედილობა - 1686 წ., მოოქრული ვერცხლი, დამკვეთი
- გივი ამილახვარი, ოსტატი - ბერთაუკა ლოლაძე. ანჩისხატი ამჟამად
საქართველოს ეროვნულ მუზეეუმში ბრძანდება.
|
და
ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა
საფლავსა შინა. ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ
ათხუთმეტ ოდენ უტევენ. და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს
მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.
ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას,
ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა
აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. არამედ და აწცა
უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.
ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ
აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა. ჰრქუა მას იესუ:
მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს,
ცხონდესვე. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა
მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე? ჰრქუა მას მართა: ჰე,
უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი
სოფლად. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა
თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.
ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა. რამეთუ
არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა
მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა
სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ,
რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ
საფლავად მივალს ტირილდ მისა. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი
იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და
ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ
იყო ძმაჲ იგი ჩემი. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა,
და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა,
ვითარცა რისხვით, და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას:
მოვედ და იხილე. და ცრემლოოდა იესუცა. იტყოდეს უკუე ჰურიანი
იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი! ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს:
არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად
რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა? ხოლო იესუ კუალად, ვითარცა
განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო
იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი
ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა,
რამეთუ მეოთხე დღე არს. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ,
უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? აღიღეს უკუე ლოდი
იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი
ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და
მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს,
რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე
მე. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღად-ყო: ლაზარე, გამოვედ
გარე! და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა,
და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით
ეგე და უტევეთ, ვიდოდის.
მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ
იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ,
და ჰრწმენა მისა მიმართ.
|
|
|
|