1989
წლის 9 აპრილი |
იური მეჩითოვის ფოტო: 1989 წლის 10
აპრილი, თბილისი |
1989
წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის ჯარების სპეციალურმა
შენაერთებმა სსრკ-ს კომპარტიის გენერალური მდივანის - მიხეილ გორბაჩოვის
ბრძანებითა და გენერალ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით, ტანკებით,
საბრძოლო ნიჩბებითა და მომწამვლელი გაზით განსაკუთრებული სისასტიკით
დაარბიეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ
შეკრებილი მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია. 4 აპრილს დაწყებულ
შიმშილობის საპროტესტო აქციას და მშვიდობიან მიტინგებს საქართველოს
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ხელმძღვანელობდა. მისი მონაწილენი
საქართველოს სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლასა და იმ აფხაზი სეპარატისტების
დასჯას მოითხოვნენ, რომელთაც 1989 წლის 18 მარტს, ე.წ. ლიხნის
შეკრებაზე კრემლის წაქეზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან
გამოყოფა მოითხოვეს. საბჭოთა სპეციალურმა შენაერთებმა დარბევის
დროს, ადგილზე სიცოცხლე მოუსწრაფეს 20 დემონსტრანტს, დაასახიჩრეს
ასობით და დღემდე უცნობი გაზით მოიწამლეს ათასობით მშვიდობიანი
მომიტინგე, რომელთაგან ბევრი მოგვიანებით გარდაიცვალა, ბევრიც
დღემდე მძიმე ავადმყოფია; 9აპრილს საღამოს, კომენდანტის საათის
დროს, საბჭოთა სამხედროებმა ტყვიით მოკლეს გია ქარსელაძე. |
©
GETMANPICTURES |
|
|
|