მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მერაბ კოსტავა: დიდგორი

ფოტოზე: ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა (1939-1989)

ვით მღვრიე ტალღები, შეიხნი, ხოჯები
ვამპირულ ცოფით და სატანურ ღოჯებით
აღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავი
არაბულ ტაიჭით მქროლავი არავი.
დუშმანს გაეგება დავით თოროსანი
მესიის ელვა და ედემის სოსანი
და ბოცომკალივით მომდგარი საჰარა
მკლავზე დაიგრიხა, მშვილდივით წახარა.
გულდაგულ შემუსრა მტარვალთა კერპები
გველს და ბასილისკოს დაასო ტერფები
ბაღდადურ ღრიანკალს დასთხარა ჭანგები
იდიდოს მადლი და კურთხევა განგების!
აქეთ იყალთოთი, იქეთ გელათითა,
მაცხოვარ, მან შენი სახელი ადიდა
აღსავლის კარიდან ასტყორცნა არწივი
ზეცას დაუბრუნა სერაფიმ-ბარძიმი.


www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."