ომი სირიაში უკვე სამი
წელია მიმდინარეობს. ამასობაში, ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების
სფერო განადგურებულია. სანარკოზო საშუალების ნაკლებობის გამო
პაციენტებს უგონო მდგომარეობაში ცემით აგდებენ. ალეპოში საჭირო
2.500 ექიმის ნაცვლად, მხოლოდ 36 ექიმია.
სირიის საავადმყოფოებში საშინელი მდგომარეობაა. საერთაშორისო
ორგანიზაცია «გადავარჩინოთ ბავშვები»-ს
(Save the Children) 2014
წლის 10 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში სწერია, რომ ოპერაციების
წინ ზოგ შემთხვევაში პაციენტებს უგონო მდგომარეობაში რკინის
ძელით ცემით აგდებდნენ, რადგან ექიმებს საანესტეზიო საშუალება
არ გააჩნდათ. ექიმები ბავშვებს კიდურების ამპუტაციას უკეთებდნენ,
რადგან მათ მძიმე დაზიანებების სამკურნალოდ საჭირო სამედიცინო
აღჭურვილობა არ მოეპოვებათ. დენის გათიშვის გამო ახალშობილები
ინკუბატორებში იხოცებიან.
ბრძოლის ქარცეცხლში გახვეულ ქალაქ ალეპოში, სადაც სამედიცინო
მომსახურებისთვის 2.500 ექიმია საჭირო, ამჟამად მხოლოდ 36 ექიმია.
ეს სიტუაცია სასოწარკვეთილ მშობლებს აიძულებს საკუთარ შვილებს
საავადმყოფოში ინტრავენური ინფუზიები ნაწილობრივ თავად გაუკეთონ.
«ბავშვების გადასარჩენად ექიმთა მიერ ხშირად გამოყენებული სამედიცინო
ნაბიჯები უმეტესწილად წმინდა წყლის სასოწარკვეთილი ქმედებებია»,
იტყობინება საერთაშორისო ორგანიზაცია «გადავარჩინოთ ბავშვები»-ს
გერმანიის ფილიალის ხელმძღვანელი კათრინ ვილანდი.
Reuters-ის ფოტო: დაბომბვის მსხვერპლი სირიაში
dpa/Ali Mustafa-ს ფოტო: ვერტმფრენიდან
ჩამოყრილი კასრის ბომბებით დაჭრილი ბავშვი ალეპოში
Julian Reichelt-ის ფოტო: Julian Reichelt-ის
ფოტო: 2013 წლის 11 თებერვალი – 11 წლის ობოლი აჰმედი ალეპოს
საველე ჰოსპიტალში ასადის არმიის დაბომბვის მსხვერპლი ერთ-ერთ
დაჭრილი პაწიას მოვლისას. ფოტოს გადაღებიდან ორი კვირის შემდეგ
თავად აჰმედი იმსხვერპლა ხელყუმბარამ. უპატრონოდ დარჩენილი ჰოსპიტალის
სარდაფში ცხოვრობდა და ექიმებს დაჭრილი ბავშვებისთვის სამედიცინო
დახმარების აღმოჩენაში ეხმარებოდა.
AFP-ს ფოტო: მამა შვილებთან ერთად მთავრობის ჯარების
მიერ დაბომბილ ალეპოში
სირიაში
ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვი იზრდება
80.000 ბავშვი პოლიომელიტით (ინფექციური დაავადება, რომელიც
ზურგის ტვინის კუნთების მმართველ ნერვულ უჯრედებს აზიანებს, რის
შედეგად გამოწვეულ დამბლას სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. - რედაქცია)
არის ინფიცირებული.
ანგარიშის მიხედვით, ვაქცინაციები თითქმის აღარ ან საერთოდ არ
კეთდება. საგანგაშო ნიშანია სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების
– წითელას და პოლიომელიტის ეპიდემიები. «დაახლოვებით 80.000 ბავშვია
უკვე სირიაში ინფიცირებული», ნათქვამია ანგარიშის «გამანადგურებელი
ზარალი»-თ დასათაურებულ თავში.
ამასთან, ორგანიზაცია იმაზეც მიუთითებს, რომ 2011 წელს დაწყებული
ომის შემდეგ ათასობით ბავშვია ისეთი მკურნალობას დაქვემდებარებადი
ავადმყოფობით გარდაცვლილი, როგორიცაა ასთმა.
ორგანიზაციია «გადავარჩინოთ ბავშვები» მოითხოვს გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის 2139-ე რეზოლუციის სასწრაფოდ შესრულებას.
ის დაპირისპირებულ მხარეებს ალყაში მყოფთათვის დამხმარეების დაშვებას
ავალდებულებს. თუმცა რეზოლუცია არ ითვალისწინებს ავტომატიურ სანქციებს,
თუ ხელისუფლება და ამბოხებულები ამ ვალდებულებას უგულვებელყოფენ.
საერთაშორისო ორგანიზაცია «გადავარჩინოთ ბავშვები»-ს ვიდეო:
«დიდი ბრიტანეთი რომ სირია იყოს»
თავდასხმები
სამოქალაქო ობიექტებზე
ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია «საერთაშორისო ამინისტია»
მთავრობას დამასკოში ბრალად კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს
სდებს. ხელისუფლების ჯარები დამასკოსთან ახლოს მდებარე ჯარმუკის
ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრებებს სისტემატიურად აშიმშილებენ. აქამდე,
იქ, შიმშილისაგან სულ ცოტა 128 ადამიანი გარდაიცვალა. სასიცოცხლოდ
საჭირო საკვებითა და მედიკამენტებით მომარაგება შეწყვეტილია, ნათქვამია
ანგარიშში, რომელიც ა.წ. 10 მარტს ლონდონში იქნა წარდგენილი.
«ჯარმუკში ცხოვრება უფრო და უფრო აუტანელი გახდა მოსახლეობისათვის,
რომელიც შიმშილობს და გასაქცევი გზის ქონის გარეშე ტანჯვისათვისაა
განწირული», ამბობს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის «საერთაშორისო
ამინისტიის» პროგრამის დირექტორი ფილიპ ლუთერი. «სასიკვდილო თამაშში,
რომელზე კონტროლიც თავად დაკარგული აქვთ, მოსახლეობას ჭადრაკის
ფიგურებივით იყენებენ», აცხადებს ის. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის
60 პროცენტი საკვების უკმარისობით იტანჯება.
ხელისუფლების შენაერთებმა სამოქალაქო ობიექტები – სკოლები, საავადმყოფოები
და მეჩეთი ისევ დაბომბეს. «მჭიდროდ დასახლებული ადგილების განმეორებით
დაბომბვა, საიდანაც მოსახლეობას გაქცევის საშუალება არ გააჩნია,
საერთაშორისო ადამიანის უფლებების ძირითათი პრინციპებისადმი შეუბრალებელ
და გულქვა დამოკიდებულებას აჩვენებს», ხაზი გაუსვა ლუთერმა.