მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
პოლონეთის კავკასიელ სტუდენტთა კავშირის რეზოლუცია

მიღებული 1933 წელს, პოლონეთში ჩატარებულ «პოლონეთის კავკასიელ სტუდენტთა კავშირის» გაერთიანებულ კონფერენციაზე.

კავკასიის ეროვნული პრესიდან შევიტყვეთ, რომ კავკასიის ხალხების პასუხისმგებელი პოლიტიკური ორგანიზაციები კავკასიის კონფედერაციის პაქტის ხელმოწერას ამზადებენ; ჩვენ, პოლონეთის კავკასიელ სტუდენტთა კავშირის წევრები, მივესალმებით ამ ინიციატივას და ვისურვებთ ცხოვრებაში მის სასწრაფო, დაუყოვნებლივ განხორციელებას.

კავკასიელი ხალხები არა მარტო საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესებით არიან დაკავშირებულნი და რუსეთის სახით საერთო მომაკვდინებელი მტერი ჰყავთ, რომელიც ამ ხალხებს ჩაგრავს, არამედ მათ ასევე საერთო ისტორიული კავშირი და მთელი რიგი საერთო კულტურული მიღწევები გააჩნიათ, რომლებიც მხოლოდ მათთვისაა დამახასიათებელი. ამ პირობებში, კავკასიის კონფედერაციის პაქტის ხელმოწერა, მხოლოდ პოლიტიკურად გააფორმებს კავკასიელ ხალხებს შორის არსებულ იმ სულიერ სიახლოვეს, რომელიც ძველთაგან არსებობს და არსებობდა.

კავკასიის ეროვნულ ძალებს, ეს გაფორმება საშუალებას მისცემს უფრო მეტად გაუკეთონ სისტემატიზაცია და გააერთიანონ განმანთავისუფლებელი სამუშაო, რომ მივუახლოვდეთ ჩვენი საერთო განთავისუფლების დღეს. პოლონეთის კავკასიელ სტუდენტთა კავშირი ესალმება კავკასიის ხალხების განმანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელებს – კავკასიის კონფედერაციის პაქტის ხელმოწერის ინიციატორებს.

გაუმარჯოს კავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ კონფედერატიულ კავკასიას!

პოლონეთის კავკასიელ სტუდენტთა კავშირის სახელით:
ბ. ბილატი, რ. ზეინალ-ზადე, გ. ზაქარიაძე

ჟურნალი «გორცი კავკაზა», 1933წ., აპრილი, Nr. 38

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."