მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
«იერიქონის ვარდი» - მარადიული სიცოცხლის სიმბოლო
ბუნების საოცრება «იერიქონის ვარდი» ერთადერთი მცენარეა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წყლისა და მიწის გარეშე ცოცხლობს, არასდროს არ კვდება. ის პალესტინის და იორდანიის უდაბნოში იზრდება და ძლიერ სიცხეს და სიცივეს უძლებს.

მას ბევრი თქმულება და ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთის მიხედვით, ჯვარცმის შემდეგ, პალესტინაში მდებარე ქალაქ იერიხოს უდაბნოში მიმავალმა თვალცრემლიანმა ღვთისმშობელმა, ის თავისი ცრემლით დანამა და ამით მას უკვდავება მიანიჭა. ამ თქმულებისა და სხვა თქმულებების მიხედვით, «იერიქონის ვარდი» წმინდა და კურნების მიმნიჭებელ მცენარედ ითვლება. ის შობის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულების სიმბოლოა.

Getmanpictures-ის ფოტო: იერიქონის ვარდი

Getmanpictures-ის ფოტო: შობის ღამეს გაშლილი იერიქონის ვარდი
«იერიქონის ვარდი» ევროპაში ჯვაროსნებმა და იერუსალიმის მომლოცველებმა ჩაიტანეს. ამ დროიდან, ის როგორც მარადიული სიცოცხლის სიმბოლო, ყოველი შობის ღამეს გაოცებული ბავშვების თვალწინ წყლის დაპკურებით ცოცხლდება და თაობიდან თაობას სათუთად გადაეცემა. ამბობენ, რომ ოჯახში, სადაც «იერიქონის ვარდი» ინახება, ბედნიერება და უფლის მადლი სუფევს.

ხატია ღუდუშაური
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."