მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მარკ-ალენ უაკნა: იუდაიზმის სიღრმე
«ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული ჭეშმარიტება არ არსებობს, თუმცა ახალ მნიშვნელობათა მუდმივი და უწყვეტი ძიების აუცილებლობა არსებობს. საჭიროა არსთა და საგანთა გაქვავებულ მნიშვნელობათა აფეთქება. საჭიროა არა სრულყოფილების, არამედ სრულყოფადის ეთიკა. თავისუფალი რომ იყოს, მაშ, ადამიანს ინტერპრეტაცია აქვს მისჯილი. მან ამგვარად ადგილი პოეტურს და წარმოსახვითს უნდა დაუთმოს. ლიტერატურა, მწერლობა, აზრის ნაპერწკლები, ყველაფერი ეს ტრანსცენდენტურობიდან არსებობის შესაძლებლობას სხვაგვარად ხსნის. და თუ კი ადამიანი არსებობს იმიტომ, რომ მას ისტორიების მოყოლით გამოგონების უნარი აქვს?» (მარკ-ალენ უაკნა, «ბზინვა-ხარხარით კითხვა»)

თუ კი დასავლეთში ისლამის სიმდიდრეს არ იცნობენ, არ იცნობენ იუდაიზმის სიმდიდრესაც. ბიბლიამ გაქრისტიანების პროცესში ებრაული წყარო ზოგ შემთხვევაში გააბუნდოვანა. ბიბლიის ზედაპირული გაგება მასში ებრაელების ისტორიას აქა-იქ ჩართული მორალური დარიგებებით ხედავს. აქედანაა კარიკატურული სახე წიგნისა, რომელიც გადმოსცემს ხალხის დავას საშინელ და შურისმაძიებელ ღმერთთან. მიუხედავად ამისა, არსებობს ბიბლიური ტექსტის ფარული სიღრმე, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ტექსტთან, რომლის კითხვასაც მიჩვეულნი ვართ.

ეს სიღრმე იხსნება მას შემდეგ, რაც ებრაული ენის შესწავლას იწყებენ და ასევე ზოგიერთი დიდი კომენტატორის, მაგალითად, რაშის ინტერპრეტაციებზე დაფიქრებისას. ეს ინტერპრეტაციები აჩვენებენ, რომ ბიბლიური ტექსტი, ისტორიული მოვლენების, მოთხრობების, ხატების, სიტყვების, ტექსტის ასოების შესაბამისობების თამაშით გამოხატული მისი სიმბოლური ხასიათით, ცოცხალი ტექსტია.

სინამდვილეში ბიბლიის კითხვა სულაც არაა ის, რისაც გვჯერა. ესაა ეგზისტენციალური მიდგომა, რაც მუდმივი ყურადღებითა და სრული დასწრებით საგნების და მოვლენების სიღმეთა წვდომაში მდგომარეობს. იუდაიზმისათვის ბიბლიის კითხვა, ისევე როგორც სიცოცხლის განცდა, დაუსრულებელი პროცესია, გარდა ძალადობაში გადავარდნისა, რომელიც, როგორც ამას თანამედროვე იუდაიზმის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე გერშომ შოლემი ამბობს, აზრსა და სიცოცხლეს მუდამ ბოლოს უღებს.

ფოტოზე: ფრანგი ფილოსოფოსი, პარიზის ებრაული კვლევის ცენტრის დირექტორი მარკ-ალენ უაკნა (დაიბადა 1957 წელს)

მარკ-ალენ უაკნას აზრით, იუადაიზმს თანამედროვეობაში სწორედ ცოცხალი აზრი აქცევს, რომელსაც ყურადღებიანი ინტერპრეტაცია პოულობს, ვინაიდან სწორედ მასში პოულობენ იმ აზროვნების თავისუფლებას, რომელსაც თანამედროვე აზრი ეძებს. თანამედროვე აზრმა, ნიცშეს და ე.წ. ეჭვის ფილოსოფიის შემდეგ, აზრის საზღვრები ძალიან კარგად დაინახა. აზრი გაგების ინტელექტუალურ მოთხოვნილებას ისევე ემორჩილება, როგორც ცხოვრების გზის არჩევის მორალურ საჭიროებას. ცხადია, რომ სულერთია რისი თქმით და კეთებით, ცხოვრების აწყობა შეუძლებელია. თუმცა ყველაფრის გაგების სურვილი და მეტისმეტად ხისტად ქცევა საჭირო არაა.

ყველაფრის გაგების სურვილი ტოტალიტარულია და შემაშფოთებელია გაგონება წინადადებისა «მე ყველაფერი გავიგე», «მე ყველაფერს მივხვდი». ამავე დროს, ზარმაცის საქმეა და შეზღუდულია წინასწარ მოცემული წესრიგის შესაბამისად ცხოვრება. აზრის ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ ის აზროვნებისკენ უბიძგებს იმას, ვინც მას იაზრებს. მოქმედების ჭეშმარიტება მოქმედის ცხოვრებაშია. მაშ, საჭიროა კონფორმიზმის დამსხვრევა. რაც შეეხება ტექსტს, რომელსაც ვკითხულობთ, უნდა გავბედოთ თქმა იმისა, რომ აზრი არაა აზრი და ისე აღმოვაჩინოთ აზრი და მნიშვნელობა, ვინაიდან აზრი არ უნდა გადავაქციოთ კერპად. სწორედ ამას გვეუბნება ბიბლია.

იუდაიზმისთვის ღმერთის სახელი გამოუთქმელია. ამას გარდა, ღმერთი ტრანსცენდენტური და უსასრულოა. ის არის ის, ვინც ყველას და ყველაფერს აჭარბებს, ის ყველაფერზე დიდია. ყველა ეს დამახასიათებელი ნიშანი ერთდება. ღმერთს ვერ ჩავკეტავთ ენაში, სივრცეში თუ ცხოვრებაში, თუ ჩვენ დახურული ცხოვრების ძალადობაში გადავვარდებით და მას კერპად არ გადავაქცევთ. მაშ ბიბლიურ ღმერთში უყოყმანოდ უნდა დავინახოთ სრული თავისუფლება, ისევე როგორც რადიკალური ნონკონფორმიზმი. ესაა ღმერთის ფარული სახე. იქნებ შესაძლებელია ბიბლია ხვალინდელი დღის დიდი წიგნი იყოს?

შემოქმედებითი წარმოსახვის თემის უკან ჩვენ შინაგანი უნივერსალური, საყოველთაო ურთიერთობის დიდ თემას ვხედავთ.


ბერტრან ვერჟელი, «ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე», გამომცემლობა მილანი, 2005 წელი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen